სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა
06 მაისი, 2022
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია „ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და „ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს - ჯორჯიამ“ მიიღო.
2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე, დამატებით 20 განაცხადს სწავლობს.
GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო