ალერგია ნესტის (ობი) სოკოების მიმართ
04 თებერვალი, 2026
ნესტის (ობი) სოკოები
ოთახის მტვრის ტკიპების შემდეგ, წელიწადის ცივ დროს, დომინირებს შემდეგი ალერგენი - ნესტის (ობი) სოკო.
გარეთ სიცივე და სახლში სითბო იწვევს ზოგიერთი კედლის დანესტიანებას და მასზე ნესტის სოკოების გავრცელებას, რაც ასევე ხდება მათი ჰაერიდან შესუთქვის წყარო.
ნესტის სოკოები გამოიყოფა ოთახის მცენარეების მორწყვის დროს, რომლებიც წელიწადის ცივ პერიოდში შემოგვაქვს აივნიდან სახლში, ასევე ნესტიანი სამოსის, ფეხსაცმლის გაშრობისას საცხოვრებელ ფართში.
ნესტის მიმართ ალერგიის სიმპტომები გამოწვეულია ზედმეტად მგრძნობიარე იმუნური სისტემის პასუხით. როდესაც ადამიანი შეისუნთქავს ჰაერში გადატანილ ნესტის პაწაწინა სპორებს, ორგანიზმი მათ აღიარებს, როგორც უცხო დამპყრობლებს და ანვითარებს ალერგიის გამომწვევ ანტისხეულებს მათთან საბრძოლველად.
ნესტის (ობი) ალერგიით გამოწვეული ალერგიული სიმპტომებია: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, გაჭედილი ცხვირის შეგრძნება, ხველა, ცხვირის უკანა ჩანადენი, თვალების, ცხვირისა და სასის ქავილი, ცრემლდენა, კანის სიმშრალე, მსტვინავი ხიხინი, ჰაერის უკმარისობა, გულმკერდის შებოჭილობა და ა.შ.
ნესტის მიმართ ალერგიის დადგენა შესაძლებელია: კანის სინჯებით, სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენით, მულტიალერგიული მოლეკულური ტესტებით, სადაც სხვა ალერგენებთან ერთად შედის ასევე ალერგიაზე პასუხიმგებელი ყველა ნესტის (ობი) სოკოებიც.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო