ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის X ეროვნული კონგრესი
15 ივლისი, 2018
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეგიდით ქ. თბილისში, სასტუმრო "Radisson Blu Iveria-ში" ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
- ასთმის, ფქოდ-ისა და რესპირაციული ალერგიის VI ევროპული კონგრესი;
- ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის X ეროვნული კონგრესი;
- საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში:
იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ";
კონგრესის მხარდამჭერი გახლდათ ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩვენი კომპანიის ახალ პრეპარატებს და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კითხვით მიემართათ ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ თანამშრომლებისთვის.
ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მომხსენებლებს საინტერესო და პროდუქტიული ღონისძიების ჩატარებისთვის.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო