ალერგიული რინიტი
04 სექტემბერი, 2025
ის რაც უნდა იცოდეთ ალერგიული რინიტის შესახებ
სიმპტომები:
მრავალჯერადი ცემინება;
უხვი გამონადენი ცხვირიდან ან/და ცხვირის გაჭედვა;
ცრემლდენა, თვალების სიწითლე;
ქავილი თვალების, ცხვირის, სასის, ყურების;
ხველა, ჰაერის უკმარისობა;
ხმაურიანი მსტვინავი სუნთქვა;
გამონაყარი კანზე ან/და შეშუპება;
თავის ტკივილი, უძილობა, უმიზეზოდ გაღიზიანება, ქმედითი უუნარობა.
თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება და ქმედითი უუნარობა გამოწვეულია ალერგიული რინიტის დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, რადგან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ართულებს ცხვირით სუნთქვას.
ის, რაც უნდა იცოდეთ:
ალერგიული რინიტი ძალიან ხშირად თანაარსებობს ასთმასთან, სინუსიტსა და ოტიტთან ერთად. ასე მაგალითად, პაციენტების 50%-ს ალერგიული რინიტის დიაგნოზით ასთმაც აწუხებთ.
თუკი აღნიშნული ჩივილები გაქვთ და საკუთარ თავს ამოიცნობთ, მაშინ გჭირდებათ დიაგნოსტიკა იმ მცენარეებზე, რომელთა მტვერი გავრცელებულია ჰაერში ამ სეზონზე.
დიაგნოსტიკის ჩატარება ბალახოვან მცენარეებზე, მარცვლოვნებზე შესაძლებელია:
სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით ნებისმიერ დროს (მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა რაიმე მედიკამენტი მიღებული), ან კანის სინჯით, თუ არ იღებთ ანტიჰისტამუნურ პრეპარატებს და კანი იძლევა დიაგნოსტიკის ჩატარების შესაძლებლობას.
მულტიალერგიული ტესტი კი გასაზღვრავს სხვადასხვა ალერგენების სხვადახსვა მოლეკულებს სისხლში.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო