ანაფილაქსია
06 ივლისი, 2025
ანაფილაქსიური შეტევა
ანაფილაქსია - მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც ალერგიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.
ანფილაქსიური შეტევის დროს სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან სულ რამოდენიმე წუთშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ანაფილაქსიური შეტევა სწრაფად მწვავდება და საფრთხეს უქმნის სხეულის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა.
ანაფილაქსია შეიძლება განუვითრდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს.
ნებისმიერი სახისა და სიმძიმის ანაფილაქსიური შეტევა ექიმთან ვიზიტის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რადგან ექიმმა უნდა შეაფასოს ანაფილაქსიური შეტევის სირთულე და მისი გამომწვევი მიზეზები. ექიმი განსაზღვრავს ასევე რა არის საჭირო, რომ შეტევა აღარ განმეორდეს.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ ანაფილაქსიური შეტევა, ყოველთვის თან იქონიეთ ექიმის მიერ შერჩეული სასწრაფო დახმარების ნაკრები და ისწავლეთ ამ საჭირო მედიკამენტებისა და ინჰალატორის გამოყენების წესი - ასე შეძლებთ, რომ თქვენი სიცოცხლე გადაირჩინოთ.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო