არაფერს ვჭამ და მაინც ვსუქდები
12 ნოემბერი, 2021
არაფერს ვჭამ და მაინც ვსუქდები
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხობს. რატომ ხდება, რომ ადამიანი პრაქტიკულად არ ჭამს და მაინც უჭირს წონაში კლება. ამაზე ექიმი ამ თემაზე ვრცლად საუბრობს:
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონსულტაციაზე მოდიან და ამბობენ: „არაფერს ვჭამ და მაინც ვსუქდები.“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რას ვჭამთ. შესაძლებელია, მაგიდა მთლიანად შევავსოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტით, ადამიანმა მიიღოს მთლიანი სუფრა და მას არ შეექმნას არანაირი წონის პრობლემა, მაგრამ მუჭში ჩავიყაროთ გარკვეული პროდუქტი და მოვიმატოთ. სიმსუქნეში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფიზიკურ აქტივობას, რას ვიღებთ და რას გავცემთ. არიან ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, დღის განმავლობაში მიიღონ 1000-1200 კილოკალორია, რომელზეც წესით და რიგით წონის მატება არ უნდა იყოს, მაგრამ მათ საერთოდ არ აქვთ გახარჯული კალორაჟი. ასეთი ადამიანები 1000 კილოკალორიაზეც მოიმატებენ.
ეს არის კვების კულტურა, როდესაც ჩვენ გარკვეული რეჟიმით მივირთმევთ. საკვები, როგორც ხორცის გასატარებელ მანქანაში, ასე უცებ არ გადამუშავდება ჩვენს ორგანიზმში. მას სჭირდება გარკვეული ნივთიერებები, დრო. ამ ნივთიერებების გამომუშავებასაც გარკვეული რესურსი აქვს ჩვენს ორგანიზმში. თუ ჩვენ ამ ნივთიერებებს კუმულირება არ ვადროვეთ და დავღალეთ ჩვენი ორგანიზმი, მიღებული საკვები ადეკვატურად ვერ გადამუშავდება. ამის ფონზე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა“, – აცხადებს ლაშა უჩავა.
წყარო: https://fortuna.ge
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო