არკოფარმას კონფერენცია დავით დავარაშვილის კლინიკაში
25 ივნისი, 2024
25 ივნისს ფრანგული ფარმაცევტული კომპანიის ორგანიზებით დავით დავარაშილის კლინიკაში მოეწყო გაცნობითი ტიპის შიდა კონფერენცია.
კომპანიის პროდუქციის მენეჯერმა მოწვეულ ექიმებს (გინეკოლოგებსა და პედიატრებს) გააცნო არკოფარმას, როგორც კომპანიის მისია და ღირებულებები. ასევე ისაუბრეს არკოფარმას პროდუქციაზე და განიხილეს კონკრეტული პოზიციები, მათი სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების გათვალისწინებით.
მოწვეული გინეკოლოგებისა და პედიატრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არკოფარმას შემდეგი პოზიციების: არკოკაფსი სპირულინას, არკომაგის, ცის კონტროლისა და ფორკაპილის განხილვა, მათი კლინიკური კვლევების გათვალისწინებით, რის შესახებაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინი დისკუსია შედგა.
ასევე კომპანიამ პრეზენტაციის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პროდუქციის ნიმუშები გადასცა ექიმებს, რათა თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოყენებითაც, თავად შეაფასონ ექიმებმა კონკრეტული პოზიციების სარგებლიანობა, მათ პროფესიულ გამოყენებამდე.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო