ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა
07 ივლისი, 2018
ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა
ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად გახსნა. ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა. მისი საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას გაზრდის.
ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება და წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო