გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის შედეგები წარადგინა.
13 ივნისი, 2018
გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. კვლევის მიზანს საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვა, კეთილდღეობის ძირითადი ინდიკატორების დინამიკის შეფასება და ქვეყანაში განხორციელებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმების“ შედეგების იდენტიფიკაცია წარმოადგენს.
ანგარიშის მიხედვით, სოციალური პროგრამები უფრო მიზნობრივი, ბავშვიან ოჯახებზე ორიენტირებული გახდა, რაც ბავშვთა სიღარიბის შემცირებას უწყობს ხელს. გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელმა, თინა ბაუმმა სიღარიბის დაძლევაში სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება მიაპყრო ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წვლილსაც.„მიზნობრივი სოციალური დახმარება“ და სხვა სოციალური პროგრამები პოზიტიურ გავლენას ახდენს სიღარიბის დაძლევის პროცესზე.
რაც შეეხება ჯანდაცვას, კვლევამ აჩვენა, რომ, მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, უფრო ნაკლები ოჯახი ასახელებს ფინანსურ ბარიერებს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ დიდი გავლენა მოახდინა ამ მიმართულებით.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევის პრეზენტაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ესწრებოდა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო