ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში
28 მაისი, 2021
ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს რადეკ პოლიცარის შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე ისაუბრეს. განიხილეს პირველადი ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების გადამზადების საკითხიც.
თამარ გაბუნიამ ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
რადეკ პოლიცარიმ , ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაურთან ერთად აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაც დაათვალიერა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტი სამედიცინო ბიზნეს მისიასთანაა დაკავშირებული. ვიზიტის ფარგლებში 12-მა ჩეხურმა სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია გააცნო.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო