დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს
09 სექტემბერი, 2025
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ყავს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
გიორგი ცაგარეიშვილმა, ახალ ხელმძღვანელს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დავით კაიკაციშვილს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და ერთობლივი ძალისხმევით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
დავით კაიკაციშვილი, 2012 წლიდან, საჯარო სამსახურში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. სააგენტოს ახალი დირექტორი, ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტს, ხოლო მანამდე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მისი ჩართულობით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო