ეკატერინე ტიკარაძე: „2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“
28 დეკემბერი, 2020
ეკატერინე ტიკარაძე: „2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოზეც ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ, მოხერხდა კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. 2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, 1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო