ეკატერინე ტიკარაძე: დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდეექიმი
22 დეკემბერი, 2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვისმინისტრობის კანდიდატმა ეკატერინეტიკარაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ერთობლივი კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალზე. მისი განცხადებით, დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით ,65-მდე კლინიკაში მოსახლეობას მომსახურეობას 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი უწევს.
„დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა.
ასევე, პაციენტებს ბინაზე მკურნალობის მომსახურებას აწვდიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მათზე მიმაგრებული ოჯახის ექიმები. დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო