ეკატერინე ტიკარაძე-იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
28 სექტემბერი, 2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქ. ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს.
მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა, რა გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები.
მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სულ 700-მდე საწოლი და 2 ონლაინ კლინიკაა მობილიზებული.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო