ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20 დეკემბრისმონაცემებით1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული
23 დეკემბერი, 2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული. მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.
„ჩვენ მუდმივად გვესმოდა გარკვეული უკმაყოფილება, ტესტირების მასშტაბთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი გავრცელების რომელ ეტაპზე, რა მოცულობის ტესტირება არის ჩასატარებელი. შესაბამისად, გავრცელების მატებასთან ერთად ჩვენ გეგმაზომიერად გავაფართოვეთ ტესტირება და დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პჯდ ცენტრში. 20 დეკემბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 800 000-ზე მეტი ტესტი.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო