ფარმაცევტული კომპანია - “ეგისი”-ს 100 წლის იუბილე
17 ოქტომბერი, 2013
2013 წელი ფარმაცევტული კომპანია “ეგისი”-სთვის საიუბილეო წელია: მას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი “ეგისი”-ს წარმომადგენლობამ საქართველოში საზეიმოდ აღნიშნა “თბილისი ივენთ ჰოლში” ამა წლის 17 ოქტომბერს.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრების სახით მოწვეულნი იყვნენ უნგრეთის საელჩოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვადასხვა სპეციალობის წამყვანი ექიმები, როგორც თბილისის, ისე რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებიდან. ასევე, საღამოს ესწრებოდნენ “ეგისი”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის საქართველოში – შ.პ.ს. “პსპ-ფარმა”-ს და სარეკლამო სააგენტო “მედია-არტი”-ს ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
საიუბილეო საღამოს უძღვებოდნენ მსახიობი – ნანუკა ლითანიშვილი და “ეგისი”-ს წარმომადგენლობის რეგიონული მენეჯერი – ირაკლი დალაქიშვილი. წარმოდგენილი იქნა სახალისო-საინფორმაციო შოუ-პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის მოამზადა “ეგისი”-ს საქართველოს წარმომადგენლობამ. შოუ-პროგრამა დაგვირგვინდა სიმბოლური ვარსკვლავის გახსნითა და ფეიერვერკით. საღამოს მეორე ნაწილში შედგა კონცერტი ახალგაზრდა ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
ეგისელები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მოწყობილი საიუბილეო საღამო დიდხანს დარჩება სასიამოვნო მოგონებად ქართველ სამედიცინო საზოგადოებას

თბილისი, ივენთ ჰოლი
კომპანია
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
რეკლამა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო