ფილტვის მსოფლიო დღე
24 სექტემბერი, 2025
„ჯანმრთელი ფილტვები, ჯანმრთელი სიცოცხლე".
ფილტვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 25 სექტემბერს აღინიშნება და მიზნად ისახავს ფილტვის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირების და მკურნალობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
მიმდინარე წელს კამპანიის თემაა „ჯანმრთელი ფილტვები, ჯანმრთელი სიცოცხლე".
თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას მარტივი ნაბიჯები საკუთარ ფილტვებზე ზრუნვისათვის.
ისუნთქე სუფთა ჰაერი - თავი აარიდე ჰაერით დაბინძურებულ გარემოს და დაიცავი გარემო.
იყავი თამბაქოსგან თავისუფალი - თავი დაანებე თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებას და მოერიდე მეორად კვამლს.
იყავი ფიზიკურად აქტიური - რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას.
იყავი ვაქცინირებული - ჩაიტარე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
იკვებე ჯანსაღად - ბალანსირებული კვება ხელს უწყობს რესპირაციულ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
საქართველოში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კატეგორიის და სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილია ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.
გარდა ამისა, ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პირთათვის და მათი კონტაქტებისათვის, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია თანამედროვე დიაგნოსტიკა, ხარისხიანი და უახლესი თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა, მათ შორის პრევენციული მკურნალობა.
ერთად ვიზრუნოთ ფილტვების ჯანმრთელობაზე!
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო