GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგები
20 იანვარი, 2022
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების სერია მიმდინარეობს. კურსი GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის რეკომენდაციით, Pharmakon-ის (ჯანმო-ს თანამშრომლობითი ცენტრი წამლის პოლიტიკის და ფარმაცევტული პრაქტიკის დარგში, დანია) მიერ შემუშავებულია 3 მოდულიანი, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი.
ამ ეტაპზე, პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული 20 მსმენელისთვის, დისტანციურად მიმდინარეობს. კურსი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. მე-2 და მე-3 მოდული კი თებერვალ-მარტში, ფარმაკონის ექსპერტების მიერ საქართველოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა.
GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო