თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
31 მაისი, 2023
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა.
მხარეებმა, იმ სერვისებზე იმსჯელეს, რასაც საქართველო ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სთავაზობს. აღინიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრულად და თანაგადახდის გარეშე ხდება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე საჭირო ამბულატორიული და სტაციონარულ მომსახურებები.
მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა ჰემოფილიის დაავადების მართვაში და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორი, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო