ჰილსი ბეიბიკიდსი
03 მარტი, 2025
ინოვაციური, 100 %-ით ბუნებრივი საშუალება, კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე
სიახლე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე! – ჰილსი ბეიბიკიდსი – ინოვაციური, 100 %-ით ბუნებრივი საშუალება, კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე, ნებისმიერი ტიპის რინიტისთვის!
სურდოს და ცხვირის გაჭედვას, რესპირაციული ინფექციების დროს, შემაწუხებელ სიმპტომებს შორის მოწინავე ადგილი უჭირავს – მსგავს დისკომფორტს თავიდან ჰილსი ბეიბიკიდსი აგარიდებთ.
ჰილსი ბეიბიკიდსი GM PHARMA-ს ახალი პროდუქტია, რომელიც წარმოებულია შვეიცარიაში, მსოფლიოში კარგად ცნობილი გლობალური კომპანია LALLEMAND-ის მიერ და ზღვის მრავალფეროვანი ბიოსფეროდან მიღებული სიმბიოფილმისა და ზღვის მარილის იზოტონური ხსნარის უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს.
სიმბიოფილმი ზღვაში არსებული ბაქტერიისგან (Bacillus Licheniformis EPS-T14) მიღებული პოსტბიოტიკია, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანზე ქმნის დამცავ გარსს და ხელს უშლის ბაქტერიებისა და ვირუსების მიმაგრებასა და გავრცელებას.
უნიკალური კომბინაციის წყალობით, ჰილსი ბეიბიკიდსი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების საპროფილაქტიკოდ, ცხვირის ღრუს ჰიგიენისთვის და ლორწოვანის დასატენიანებლად გაციებისა და ნებისმიერი ტიპის რინიტის დროს, 2 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში.
ჰილსი ბეიბიკიდსი ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში 2-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში.
ჰილსი ბეიბიკიდსი – ზღვის სიღრმეებიდან მოპოვებული ჯანსაღი სუნთქვის საიდუმლო!
მოიკითხეთ PშP-სა და ძირითად სააფთიაქო ქსელებში.
კომპანია
ჯი-ემ-პი
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო