დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა
05 თებერვალი, 2024
ზურაბ აზარაშვილი: „ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა“
„ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა. გაფორმებულია ხელშეკრულება 21 სხვადასხვა დასახელების პრეპარატის შესყიდვაზე, 2 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან - „როშთან“ და "ნოვარტისთან“. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე დაწყებულია, მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ იგეგმება კიდევ ერთ მსხვილ, საერთაშორისო მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილებას, რადგან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული ფასდაკლებული ფასების ფონზე, უფრო მეტი მედიკამენტის მიწოდებაა შესაძლებელი პაციენტებისთვის.
„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2024 წლიდან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, სრულად იფარება ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო მედიკამენტები“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო