ირაკლი ღარიბაშვილი: „ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება სრული მხარდაჭერა ექნება“
22 თებერვალი, 2021
„ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება სრული მხარდაჭერა ექნება“, –ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მადლობა სამედიცინო პერსონალსაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შრომა თავდაუზოგავია.
„გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია. ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება სრული მხარდაჭერა ექნება. ასევე, პრევენციული მედიცინის სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ვაქცინაციაა და მინდა ჩვენს ღირსეულ სამედიცინო პერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო“,-განაცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო