ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა მსოფლიო ბანკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში ფაიდა საადისთან
23 სექტემბერი, 2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა.
ჯანდაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე - „ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“
მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში მათი საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო