მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა
20 მაისი, 2020
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს.
„აღნიშნული სწრაფი ტესტები ლიცენზირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს. ის შეგვაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში. ავსტრიამ უკვე 200 000 ტესტი შეიძინა, გერმანიამ კიდევ მეტი. შტატებშიც 200 000 ათასი გავგზავნეთ, მაგრამ დიდი მოთხოვნა აქვთ და დამატებით 500 000 ტესტი შეგვიკვეთეს, რომელიც უნდა მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ვაკლი ბიჯარმა.
ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო