დავით სერგეენკო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
17 სექტემბერი, 2018
დავით სერგეენკო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს შეხვდა.
შეხვედრაზე, სამინისტროსა და ჯანმოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული აქცენტი, საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჯიბიდან გადასახადების შემდგომ შემცირებაზე გაკეთდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ფარმაკოლოგიური პროდუქციის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მიმდინარე პროექტებს.
ხვალ, ჯანდაცვის მინისტრი, ქალაქ რომში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, ჯანდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო