ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან ჟუჟანა ჯაკაბთან

შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან ჟუჟანა ჯაკაბთან

30 ნოემბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა.

 

დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ქვეყნისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრის მიწურულს, გაწეული თანამშრომლობისთვის დავით სერგეენკომ ჟუჟანა ჯაკაბი მედლით დააჯილდოვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. საქართველომ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში უმასპინძლა.

 

 

შეხვედრაზე ქვეყნისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს
რეკლამა