სიახლე კონსილიუმ მედულაში
03 ივლისი, 2018
სიახლე კონსილიუმ მედულაში
სულ ახლახან კლინიკამ შეიძინა ნეირომონიტორინგის აპარატი და ქირურგიული ოპერაციებისას მისი გამოყენება დანერგა.
ამ ეტაპზე აპარატი ფარისებრი და ყბაყურა ჯირკვლის ოპერაციისას გამოიყენება და ცდომილი და შებრუნებული ნერვების უსაფრთხოებას უზურნველყოფს.
კერძოდ, ქირურგიული ჩარევისას სამედიცინო შეცდომის თავიდან ასაცილებლად აპარატი გამოსცემს სიგნალს, რომლის მიხედვით ქირურგი იღებს სწორ გადაწყვეტილებას, ისე გააგრძელოს ოპერაცია, რომ თავიდან აიცილოს ნერვების პარეზი და აქედან გამომდინარე გართულებები-ხმის ტემბრის დაქვეითება, ყლაპვის და სუნთქვის ფუნქციის გაუარესება და სხვა.
ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენების ტრენინგი კლინიკაში ამერიკული კომპანია Inomed-ის წამყვანმა სპეციალისტმა იგორ კუპერმანმა ჩაატარა.
დიმიტრი ლიპარტელიანი-უმცროსი ქირურგი
ბაკურ არაბული-ენდოკრინული ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი
იგორ კუპერმანი-Inome-ის მთავარი სპეციალისტი
სოსო სანიკიძე-მამოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
თორნიკე გახოკიძე-უმცროსი ქირურგი
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო