კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება
28 სექტემბერი, 2020
კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება. 112-ში ვირუსთან დაკავშირებული ზარის დაფიქსირებისას, მოქალაქეს ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ეწევა. ოჯახის ექიმები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას - საჭიროა თუ არა მისი სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან გადამისამართება და ასევე, შესაძლებელია თუ არა მოქალაქის სახლის პირობებში მკურნალობა.
პირები, რომლებიც არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და ჰოსპიტალიზაციას, ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, რჩებიან საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ონლაინ კლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ ხორციელდება უწყვეტად, პერმანენტულ რეჟიმში.
მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის ექიმების მიერ ფასდებიან როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები, ავტომატურად მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, რომლის ეკიპაჟებიც შეუფერხებლად ემსახურებიან პაციენტებს და უზრუნველყოფენ მათ შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირებას.
112-ში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ზარების ფილტრაცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე ეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულმა სისტემამ მკვეთრად გააუმჯობესა კოვიდ-19-ის შემთხვევებზე მიზნობრივი რეაგირების ხარისხი.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო