ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
05 ოქტომბერი, 2020
ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
დღეიდან ლაგოდეხის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. შენობა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.
ამ დრომდე, ლაგოდეხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც მათთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.
ადმინისტრაციული ცენტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან ერთად მოინახულა.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 28 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 25 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო