ლარინგიტი
17 მაისი, 2016
ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა
ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. იგი იწვევს ხმის ჩახლეჩას ხმოვანი იოგების გაღიზიანების გამო, რომლის მიზეზი ხშირად ვირუსული ინფექციაა. დაავადება უვითარდება ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. განსაკუთრებით ხშირია გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, თუმცა ზაფხულშიც ვითარდება, როდესაც ადამიანები ხშირად სვამენ ცივ წყალს. ლარინგიტს ხშირად იწვევს ე.წ. "ხმის გადაძაბვა". ის მომღერლების, მასწავლებლების, სპიკერების პროფესიული დაავადებაა.
პაციენტის ასაკის მიხედვით, დაავადება სხვადასხვა სახით ვითარდება. თუ ეტიოლოგია ვირუსულია, დაავადებას ხშირად დამატებითი სიმპტომები ახლავს, როგორიცაა ხმის ჩახლეჩა, მშრალი ხველა, ყელის არეში წვა ან ქავილის შეგრძნება.
ეფექტური მეთოდია შეძლებისდაგვარად ლაპარაკის შემცირება. ასევე, თავი უნდა შევიკავოთ ჩურჩულისგანაც. პაციენტმა სრულად უნდა შეწყვიტოს თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლისა და ცხელი საკვების მიღება, უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი ტენიანობის კარგად განიავებულ ოთახში.
მოზრდილებში ლარინგიტის მკურნალობა მოიცავს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელს – ლოზენგერს ან ანტისეპტიკურ (ასევე პირში გამოსავლები ანტისეპტიკურ) საშუალებებს. ასევე რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება ყელის გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის დასატენიანებლად.
ბავშვებში ლარინგიტის მიმდინარეობა სრულიად განსხვავებულია, რადგან მათი ხორხის სტრუქტურა და ფუნქციები მოზრდილებისგან განსხვავდება. მათ ლორწოვან გარსებში ადვილად ვითარდება შეშუპება და სპაზმური მდგომარეობა. ბავშვებში ლარინგიტი შეიძლება გამოვლინდეს "გულამოღებით" ხველით და მაღალი ტემპერატურით. დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან 1-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვები.
ლარინგიტის მკურნალობის მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია ანთების გამომწვევ მიზეზებზე, ამიტომ დაავადების ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმ–ლარინგოლოგთან.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო