მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი 20 წლისაა
11 იანვარი, 2018
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი 20 წლისაა
2017 წლის 24 დეკემბერს მარდალეიშვილის სამედიცინო ცნეტრმა 20 წლის იუბილე რესტორან ფუნიკულიორში გრანდიოზულად აღნიშნა. ღონისძიებას კლინიკის თანამშრომლები და სამედიცინო საზოგადოების არაერთი საპატიო წარმომადგენელი დაესწრო.
იუბილეზე სტუმრებმა იხილეს სპეციალურად მომზადებული ფილმი, რომელიც სამედიცინო ცენტრის 20 წლის ისტორიას და მიღწევებს ასახავდა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდენენ თანამშომლები, რომლებსაც მადლობის ნიშნად სპეციალური პრიზები გადაეცათ. საღამო უამრავი გასართობი და მუსიკალური პროგრამით იყო დატვირთული.
აღსანიშნვაცია, რომ 1996 წელს გერმანელი პარტნიეროების დახმარებით შეიქმნა ქართულ-გერმანული კლინიკა, რომელიც იმ პერიოდში ონკოცენტრის სრულ მე-9 სართულს იკავებდა. სამედიცინო ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ცენტრის მომსახურებაზე წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდებოდა, ხოლო 2009 წლისთვის, დღევანელმა "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა" შეიძინა საკუთარი შენობა, რომელიც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. დღესდღეობით "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.
კლინიკა
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო