რეგულირების სააგენტომ, 563 მედიკამენტი პროაქტიულად დაარეგისტრირა
23 ივნისი, 2023
ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს.
„ჩვენ, კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას, პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს, შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებს, ან კონკურენციის გამო, რეგისტრაციას აუქმებს, რათა სხვას არ შემოეტანა პრეპარატი. ამ მექანიზმით კი, ეს რისკიც დაზღვეულია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგულირების სააგენტომ, 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა. აღნიშნული ხელს უწყობს ფარმაცევტულ კომპანიებს წამლები ქვეყანაში გამარტივებული წესით შემოიტანონ. პროაქტიული წესით, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო ამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.
პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/.../regulirebis-saagentom%2C-563...
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო