სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ მედიკამენტს უსასყიდლოდ იღებს
13 ივნისი, 2022
სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ მედიკამენტს უსასყიდლოდ იღებს
მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტს, დაავადების სირთულის მიუხედავად, ყველა პაციენტი მიიღებს და ბენეფიციართა დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება.
სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო