მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება
12 ივნისი, 2025
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია (http://onlinereg.moh.gov.ge/login.html) და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.
გამოცდები არსებული, მოქმედი წესების შესაბამისად გაიმართება. რეგისტრაციის ტექნიკური საკითხები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
პროფესიული განვითარების საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მიმართულებით რეფორმაზე მუშაობა გრძელდება, რათა შემდეგი ეტაპი განხორციელდეს დახვეწილი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სისტემის საშუალებით. ცვლილებები საგამოცდო ტესტების დახვეწასა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას მოიცავს, რაც კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექიმის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს საბჭოს წევრმა ექიმებმა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა.
პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო