მემორანდუმი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან
20 აპრილი, 2021
ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ორი მემორანდუმი გააფორმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ინიცირებული პროექტების გაძლიერებას ითვალისწინებს. საუბარია ორ პროექტზე „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“.
პროექტის „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზანია საქართველოში ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია და ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
რაც შეეხება „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოში (ფაზა II)“, აღნიშნული პროექტის მიზანია პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება.
საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში.
პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა იან სლივამ.
ალტერნატიული სერვისების განვითარების მიმართულებით კი მემორანდუმის ხელმომწერები არიან მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი იან სლივა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო