ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო
23 აპრილი, 2021
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ.
ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს შორის უმრავლესობა პენსიონერები, მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებია.
“ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გავეცანით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდვითარების კვლევას ითვალისწინებს. ამ დრომდე , ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1200-მდე ადამიანია გადმოსული, დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 300-ია“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ კლინიკებში.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო