მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება
08 ოქტომბერი, 2010
თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის სააქტო დარბაზში 8-10 ოქტომბერს ჩატარდა ტრადიციული, უკვე რიგით IV საერთაშორისო კონგრესი პლასტიკურ, ესთეტიკურ ქირურგიასა და დერმატოკოსმეტოლოგიაში. ისევე, როგორც წინა შეხვედრები, ეს კონგრესიც ორგანიზებული იქნა პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა Total Charm -ის ექიმების, საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
კონგრესში მინაწილეობა მიიღო 150-მდე ექიმმა მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. თავისი მიღწევები წარადგინეს მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა სპეციალისტებმა, როგორებიცაა პ.ფურნიე, ფ.ანსარი (საფრანგეთი), გ. ფიშერი (იტალია), ო. პანოვა, ა. ნერობეევი (რუსეთი), რ. დათიაშვილი (აშშ), ა. პერკსი (დიდი ბრიტანეთი), ა. ტენენბაუმი (შვეიცარია) და სხვ.
კონგრესის ფარგლებში კლინიკა Total Charm -ში ჩატარდა 3-დღიანი მასტერ-კლასი თემაზე: „მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება“, და შესრულებული იქნა საჩვენებელი ოპერაციები და მანიპულაციები: სახის გაახალგაზრდავება Aptos ძაფებით, ღეროვანი უჯრედებით, Endopeel მეთოდით, Restilane ფილერით, პრეპარატ Disport -ით, კომპანია Viora-ს აპარატული დერმატოკოსმეტოლოგიის კომპლექსით.
შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები და მასტერ-კლასები ჩატარდა მაღალპროფესიონალურ დონეზე. ასევე ისინი კმაყოფილი დარჩნენ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული სოციალური პროგრამით.

ტრადიციისამებრ, მე- V საერთაშორისო კონგრესის ჩატარებას ორგანიზატორები აპირებენ 2011 წლის ივლისში ქალაქ ბათუმში. როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილია წარმოსადეგი დელეგაციის - პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის დარგში ექსპერტების მოწვევა, რომლებიც ქართველი კოლეგებისთვის წარადგენენ მოხსენებებს თავისი მიღწევებისა და კლინიკური გამოცდილების შესახებ ესთეტიკური მედიცინის პრაქტიკულად ყველა თემაზე. ასევე ჩატარდება სიმპოზიუმები და მასტერ-კლასები შესაბამის თემებზე.
თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი
რეკლამა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო