ნეო პეკეს გაზესის როლი ახალშობილთა კოლიკის და მეტეორიზმის მკურნალობაში
31 ივლისი, 2015
31 ივლისს ქ. გორში კლინიკა იავნანაში არსებული დედების სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებაზე კომპანია "ფარდი მედიქალსის" წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა თემით: "ნეო პეკეს გაზესის როლი ახალშობილთა კოლიკის და მეტეორიზმის მკურნალობაში"
მისამართი: ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ.104, კვერნაკის დასახლება.
ღონისძიების შესახებ:
31 ივლისს ქ. გორის კლინიკაში ჩატარდა მოსამზადებელი ღონისძიება მომავალი დედებისთვის. სადაც კომპანია ,, ფარდი მედიქალსის’’ წარმომადგენლების მიერ ორსულ ქალებს გადაეცათ საჩუქრები და მიეწოდათ რჩევები ახალშობილთა კოლიკის და მეტეორიზმის მოხსნის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მომავალი დედები. ღონისძიებაზე განხილული იქნა მომავალი დედებისთვის აქტუალური საკითხები: რეკომენდაციები მშობიარობამდე პერიოდის მართვის და ახალშობილთა პატრონაჟის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პრაქტიკოსი ექიმები სხვადასხვა სპეციალობით: ენდოკრინოლოგი, მეან გინეკოლოგი, ახალშობილთა რეანიმატოლოგი და ნეონეტოლოგი, რომლებმაც პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს მომავალ დედებს და უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს
კომპანია "ფარდი მედიქალსის" წარმომადგენლებმა ქ. გორის კლინიკა იავნანას თანამშრომლებთან ერთად მომავალ დედებს შეუქმნეს სასიამოვნო გარემო და აჩუქეს კიდევ ერთი ლამაზი და ფერადი დღე.
ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ.104, კვერნაკის დასახლება
რეკლამა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო