ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპია
21 მაისი, 2018
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი " გთავაზობთ ნორდოფ-რობინსის ინდივიდურ და ჯგუფურ მუსიკათერაპიას.
ნორდოფ–რობინსის მუსიკათერაპია ეს არის ინტერაქციაზე, მუსიკალურ დიალოგზე დაფუძნებული უნიკალური მეთოდი. თერაპია ეფექტურია განვითარების სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე ბავშვებთან. თერაპიის შედეგად უმჯობესდება სოციალური კომპეტენცია, ემოციური ბალანსი, ენა და მეტყველება, მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, აღქმა, ყურადღების კონცენტრაციის უნარი.
თერაპიას განახორციელებს მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, გერმანიაში მომუშავე წამყვანი მუსიკათერაპევტი M.A, ფსიქოთერაპევტი, ონკოფსიქოლოგი .
თერაპიული შეხვედრები ჩატარდება თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრში 21, 23, 25 მაისს.
ნორდოფ-რობინსის ინდივიდური თერაპიის ფასია 110 ლარი.
ნორდოფ-რობინსის ჯგუფური თერაპიის ფასია 55 ლარი.
☎️ რეგისტრაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 593597474 9.00-დან 14.00 საათამდე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19.05.2018.
მისამართი: თბილისი, გ. ქუჩიშვილის ქ. #4.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო