ოფლით გამოწვეული გამონაყარი
11 ივლისი, 2018
რა არის და როგორი გამოვლინება აქვს ოფლით გამოწვრულ გამონაყარს ბავშვთა ასაკში
ოფლით გამოწვეული გამონაყარი - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე
რა არის ოფლით გამოწვეული გამონაყარი?
ოფლით გამოწვეული გამონაყარი (მილიარია) განსაკუთრებით თავის იჩენს ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც გარემოს ტემპერატურა იმატებს.
ოფლით გამოწვეული გამონაყარის მთავარი მიზეზი საოფლე სადინრების დახშობა და ანთებაა, რის შედეგაც კანის გაღიზიანება ვითარდება. განსაკუთრებით ეს პრობლემა ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში მათი საოფლე სადინრების მოუმწიფებლობის გამო.
რა უწყობს ხელს ოფლით გამოწვეული გამონაყრის განვითარებას?
· 4 წლამდე ასაკი
· ჭარბწონიანი ადამიანები
· ცხელი და ნესტიანი გარემო
· ფიზიკური დატვირთვა ცუდად განიავებად გარემოში
· მაღალი ტემპერატურა
· სხეულის ნაწილების ოკლუზია კანზე მოჭერილი ტანსაცმილით
როგორი გამოვლინება აქვს ოფლით გამოწვრულ გამონაყარს ბავშვთა ასაკში?
ძირითადი გამოვლინება 2-4 მმ ზომის წითელი ფერის წვრილმარცვლოვანი გამონაყარია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ქავილი. გამონაყარი ძირითადად ლოკალიზებულია თავისა და კისრის არეში, ტანზე, ზურგზე, ასევე საფენით დაფარულ საზარდულის არეში.
როგორ დავიცვათ ბავშვი ოფლით გამოწვეული გამონაყრისგან?
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიგრილე სახლში
ბავშვი რეგულარულად დაბანეთ და შემდეგ კარგად შეამშრალეთ, გამოიყენეთ ჰიპოალერგიული საპონი
არ მისცეთ საშუალება ბავშვის მაისურს რომ ოფლისგან დასველდეს, ხშირად გამოუცვალეთ
გამოიყენეთ ბუნებრივი სამოსი
გააკონტროლეთ, რომ ბავშვს ძალიან მჭიდროდ სხეულზე არ ჰქონდეს ტანსაცმელი მოჭერილი
გამონაყრის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს სწორი მკურნალობისთვის
სტატიის ავტორი
ნინო ლომიძე
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო