ოთახის მტვრის ტკიპები- რატომ იჩენს თავს ალერგია მთელი წლის მანძილზე?
28 იანვარი, 2026
რატომ იჩენს თავს ალერგია მთელი წლის მანძილზე?
ოთახის მტვრის ტკიპებს ყველაზე გავრცელებულ კარშიდა ალერგენად მიიჩნევენ და მათზე ალერგიულ პაციენტებს სიმპტომები მთელი წლის მანძილზე უვლინდებათ. თუმცა, ყველაზე მეტად, სიმპტომები წელიწადის ცივ დროს იჩენენ თავს, როდესაც ადამიანები შენობის შიგნით მეტ დროს ატარებენ.
ოთახის მტვრის ტკიპები ცხოვრობენ ჩვენს ირგვლივ მთელი წლის მანძილზე. მათი საყვარელი საბინადრო გარემოა: ბალიშები, ლეიბები, ხალიჩები, რბილი სათამაშოები და ავეჯის ზედაპირები. მტვრის ტკიპებს შეუძლიათ 6 კვირამდე იცოცხლონ. ისინი ადვილად მრავლდებიან თბილ, ნოტიო ადგილებში.
შეუიარაღებელი თვალით მტვრის ტკიპები არ ჩანან. ისინი არ იკბინებიან და არ სახლობენ ადამიანის კანზე.
მტვრის ტკიპები ბავშვებსა და მოზარდებში ასთმისა და ალერგიული რინიტის ხშირი მიზეზია.
როგორი სიმპტომებით ვლინდება ალერგია მტვრის ტკიპების მიმართ?
ცემინებით
ცხვირიდან უხვი გამონადენით ან პირიქით გაჭედილი ცხვირის მუდმივი შეგრძნებით
ცრემლდენით
ცხვირის, სასის ქავილით
სუნთქვის გაძნელებით
ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით
ქოშინით
მსტვინავი სუნთქვით
ჯვარედინი ალერგია ზღვის პროდუქტებზე
ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ალერგიულია სახლის მტვრის ტკიპებზე, უვლინდებათ ჯვარედინი ალერგია ზღვის პროდუქტებზე (ლობსტერი, კიბორჩხალა), ვინაიდან სახლის მტვრის ტკიპები, ისევე როგორც კიბოსნაირები, მიეკუთვნებიან ფეხსახსრიანების ჯგუფს და შეიცავენ გარკვეული ტიპის ერთნაირ ცილებს.
მტვრის ტკიპებზე ალერგიის შემთხვევაში, ნუ იჩქარებთ და ნუ ამოიღებთ ზღვის პროდუქტებს კვებითი რაციონიდან, რადგან მოლეკულური დიაგნოსტიკა იძლევა ჭეშმარიტი და ჯვარედინი ალერგიის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
როგორ შეიძლება დავადგინოთ გვაქვს თუ არა ალერგია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ?
კანის სინჯებით;
სისხლში ალერგენების გამოვლენით:
სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრით მტვრის ტკიპების მიმართ
მულტიალერგენული მოლეკულური
კომპანია
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
ბოლო სიახლეები
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო