პაპილომა ვირუსზე აცრა 10 - 11 - 12 წლის ბიჭებისთვისაც უფასოა
17 ივლისი, 2023
პაპილომა ვირუსზე აცრა 10 - 11 - 12 წლის ბიჭებისთვისაც უფასოა. აღნიშნული ასაკის მოზარდების ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. კურსი 2 დოზას მოიცავს და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
აქამდე, პაპილომა ვირუსზე აცრა, ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამის მიხედვით, 10 - 11 - 12 წლის გოგონებისთვის იყო ხელმისაწვდომი. გასული წლიდან კი, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 26 წლის ჩათვლით შეუძლიათ.
ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
რეკლამა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო