პედიატრი ყარამან ფაღავა: მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელ
07 ოქტომბერი, 2020
პედიატრი ყარამან ფაღავა: მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელ
პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორცისა და ტკბილეულის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, შოკოლადი დეპრესიას წარმატებით ებრძვის, თუმცა ეს უკანასკნელი 3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მივცეთ.
„წითელ ხორცს თავისი პლუსები აქვს. სხვათა შორის, მე შოკოლადის გამოყენების მომხრე არ ვარ. შოკოლადი ძირითადად ალპინისტებმა უნდა გამოიყენონ. მაღლა ადიან, კალორაჟი სჭირდებათ და მძიმე წონაც არ უნდა იყოს. ცნობილია, რომ შავი შოკოლადი, მცირე დოზით, ანტიდეპრესანტის როლსაც ასრულებს. ცხადია, შოკოლადი ბავშვს არ უნდა მივცეთ სამ წლამდე. რაც შეეხება ხორცს, პატარას წავიხუმრებ.
მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელი. უკვირთ ხოლმე, ვერ იგებენ რას ვგულისხმობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს ხორცი, ვაშლი და ხაჭაპური. ხაჭაპური თავისთავად, ვაშლი იმიტომ რომ ხილი აუცილებელია. რაც შეეხება ხორცს, ისევ ვიმეორებ, რომ პრინციპში შეიძლება უხორცოდ. ზაფხულში, მაგალითად, ხორცის ისეთი დიდი აუცილებლობა არ არის. მაინც სასურველია, რომ ბავშვმა ხორცი მიიღოს თანდათანობით. ტრაგედია არ არის, თუ ბავშვი ხორცს არ ჭამს“, – აცხადებს ყარამან ფაღავა.
წყარო: https://fortuna.ge/fortuna
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო