პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გაივლიან
03 აგვისტო, 2018
პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გაივლიან. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით, პარამედიკოსობის კანდიდატები თსსუ-ის კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში სადღეღამისო მორიგეობებს შეასრულებენ. სტაჟირების შემდეგ, მორიგე ექიმები სტაჟიორის შეფასების სპეციალურ ფორმას შეავსებენ და ცენტრს წარუდგენენ.
პარამედიკოსების მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო