პროფესორ ოლივიე დულაკის ვიზიტი საქართველოში
22 ივნისი, 2011
მედიქლაბჯორჯიას სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ქართული და ამერიკული მხარეების საერთო ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაცია „ნევროლოგიის საერთაშორისო ამერიკული ინსტიტუტი“ (American International Institute of Neurology - AIIN) შეიქმნა. ინსტიტუტის ძირითადი მიზანია ქართველი პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ცენტრის შექმნას საფუძვლად დაედო მედიქლაბჯორჯიას ნევროლოგიური სამსახურის ექიმებსა და ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა კუთხეებში მოღვაწე მედიკოსების ურთიერთობათა სისტემიზაციის სურვილი. ცენტრი მუდმივად უმასპინძლებს ექიმ ნევროლოგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 22–26 ივნისს ჩვენს ქვეყანას ეწვევა ბავშვთა ეპილეფტოლოგი, პროფესორი ოლივიე დულაკი (დეკარტეს უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი). ვიზიტის განმავლობაში ის ქართველ ექიმებთან ერთად განიხილავს რამოდენიმე რთულად სამართავი ეპილეპსიური პაციენტის შემთხვევებს და ჩაატარებს ლექციებს ქართველი კოლეგებისათვის.
„პროფესორი დულაკის ვიზიტი მისი კეთილი ნების გამოხატულებაა ქართველი მედიკოსების და პაციენტების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ოლივიე დულაკსა და მედიქლაბჯორჯიას შორის მჭიდრო პროფესიული კავშირები კვლავ გაგრძელდება და მედიქლაბჯორჯიას ექიმებს საშუალება გვექნება საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად ვმართოთ პაციენტთა რთული შემთხვევები.“ – აცხადებს მედიქლაბჯორჯიას ბავშვთა ნევროლოგი ბატონი გია მელიქიშვილი.

ივნისის თვეშივე საქართველოს ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირტუალური ნეურომეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბატონი ანდრო ზანგალაძე. იგი მედიქლაბჯორჯიაში მომუშავე ქართველ კოლეგებთან – ნანა გულდედავასთან, ნინო ეპიტაშვილთან და გია მელიქიშვილთან ერთად აგრეთვე განიხილავსადგილობრივი პაციენტების შემთხვევებს, გაუწევს მათ კონსულტაციას და მისცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.
შემოდგომაზე AIIN გეგმავს ამიერკავკასიაში პირველად, ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის მიზნით,რამდენიმე რთული ნევროლოგიური ოპერაციის ჩატარებას და შემდგომში ამ მეთოდის დანერგვას. აღნიშნულ ოპერაციებს აგრეთვე ამერიკიდან მოწვეული ქირურგები შეასრულებენ.

თბილისი
რეკლამა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო