რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება
26 ივლისი, 2018
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება. 30%-იანი შრომითი ანაზღაურების მატების შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებს.
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე და ამაში სასწრაფოს პერსონალის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, ჩვენს მოსახელობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის - 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს. ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით კი, ეს მონაცემები საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
2014 წლიდან დღემდე რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით არის მომატებული.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო