როგორ მოვამზადოთ ჩვენი იმუნური სისტემა ზამთრისათვის და რომელ ხილშია ყველაზე მეტი С ვიტამინი
08 ნოემბერი, 2021
როგორ მოვამზადოთ ჩვენი იმუნური სისტემა ზამთრისათვის და რომელ ხილშია ყველაზე მეტი С ვიტამინი
ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში С ვიტამინის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზამთარში იმუნური სისტემის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
სრულიად შესაძლებელია შემოდგომასა და ზაფხულში მისაღები ნივთიერებების მიღება ზამთარში. მაგალითად, პომიდორი შეიცავს ლიკოპინს, ნივთიერებას, რომელიც ხასიათდება მკვეთრი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით. ზამთარში პომიდორი არ გვაქვს, მაგრამ ლიკოპინი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება ბანანში, გრეიფრუტში. ამიტომ ლიკოპინის დეფიციტი არ გვექნება.
რაც შეეხება იმუნიტეტს, ზამთარში უხვად გვაქვს ციტრუსები, რომელიც არის C ვიტამინის წყარო. ციტრუსი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის ნაკლებ მიმღებლობასა და მიღების შემთხვევაში მასთან გამკლავებაში. თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
წყარო: https://fortuna.ge
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო