“როგორ ვრცელდება ვირუსი” – რეკომენდაციები გრიპის თავიდან ასაცილებლად
15 იანვარი, 2020
“როგორ ვრცელდება ვირუსი” – რეკომენდაციები გრიპის თავიდან ასაცილებლად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადი რეკომენდაცია სისუფთავის დაცვა და ხელების ხშირი დაბანვაა.
“გრიპის ვირუსი წვეთით ვრცელდება. როდესაც ადამიანი აცემინებს, ახველებს, ლაპარაკობს ვირუსი გადადის. ისე რომ ვიღაცამ სახეში ჩაგვახველოს და დაგვაცემინოს, ამ შემთხვევაში, ვირუსი ვრცელდება გაშლილი ხელის, დაახლოებით, ერთი მეტრის მანძილზე. თუ ავადმყოფი ხველის ეტიკეტს არ დაიცავს – ხელს არ მიიფარებს პირზე, ეს ვირუსები მოხვდება ხელზე, ან გაიფანტება და მოხვდება მაგიდაზე. ვირუსი ყინვაში 7 საათი ძლებს, სიცხეში კი უფრო მალე კვდება, მაგრამ ზედაპირებზე, რამდენიმე წუთი მაინც იქნება. ყველას გვაქვს ჩვევა, რომ ხელს ვიკიდებთ სახის რომელიმე ნაწილზე, ამით, ლორწოვან გარსზე გადავიტანთ მექანიკურად ამ ვირუსს. ამიტომ, ხელის დაბანა ყველაზე კარგი გამოსავალია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.
პაატა იმნაძის განმარტებით, ორსულებისთვის ვაქცინის მარაგი ქვეყანაში არის, ამიტომ მათ დროულად აცრისკენ მოუწოდებს.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო