ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით კონსულტაციებს მართავს
18 ივლისი, 2022
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით კონსულტაციებს მართავს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დასანერგად, კონსულტაციებს მართავს. ამ მიზნით, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა.
JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და პარტნიორებს სხვა მომსახურებებთან ერთად, საერთაშორისო აკრედიტაციას, საკონსულტაციო და სერტიფიცირების სერვისებს სთავაზობს.
შეხვედრაზე, მხარეებმა, კლინიკებში მაღალი სტანდარტების აუცილებლობასა და მსოფლიოში აღიარებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის სტანდარტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში, მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ, რასაც უწყების 2020-2030 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს.
პროცესების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმადგენლებთან.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო