საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 100 000 ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალას უსასყიდლოდ გადასცემს
10 სექტემბერი, 2020
კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ 100 000 ლარის ღირებულის საბურავებსა და საცხებ-საპოხ მასალებს გადასცემს.
მხარდაჭერის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“, პარტნიორებთან ერთად, ფრანგული საავტომობილო ბრენდ „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული საავტომობილო ბრენდ „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალით უზრუნველყოფს.
„კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის, რომლის განთავსებაც კურორტ „გოდერძიზე“ იგეგმება.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო